Belive

ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი: "არ არსებობს მეტოქე, რომელსაც შევუშინდებით"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰოსამ ჰასანმა თქვა, რომ მისი გუნდი არავის უფრთხის, მას შემდეგ, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალის საგზური მოიპოვეს.

ჩრდილოაფრიკელებმა ისტორიაში სადებიუტოდ დაძლიეს ჯგუფური ეტაპი ირანთან გამართული დრამატული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შედეგით ირანიც შემდეგ ეტაპზე მოხვდა, როგორც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

მერვედფინალში გასასვლელად ეგვიპტე ავსტრალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირანი შვეიცარიას. ფარაონები პლეიოფს წაუგებელი სერიით ხვდებიან.

"ჩვენ დაუმარცხებლები ვართ და ამით ვამაყობთ. თავიდანვე ვამბობდი, რომ რთული ჯგუფური ეტაპი გველოდა. მომდევნო რაუნდში გასვლა დიდი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული აჩუქეს. მომავალ მეტოქეზე არ ვფიქრობ: ჩვენ მზად ვართ ნებისმიერთან სათამაშოდ.

შეგვიძლია ჩვენი ფეხბურთის თამაში, ადაპტაცია და ნებისმიერი მეტოქის პატივისცემა. თუმცა, არავის შევუშინდებით.

სალაჰმა თავად გვთხოვა შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დისკომფორტი იგრძნო. ველოდებით სამედიცინო შტაბის დასკვნას ტრავმის სიმძიმის დასადგენად. დანაკლისი არ მაშინებს. ჩვენ გვყავს გამორჩეული მოთამაშეები და მჯერა, რომ ნებისმიერი მათგანი შეძლებს კომპენსირებას. ტრავმების რომ მეშინოდეს, ეგვიპტის ნაკრებს არ ვუხელმძღვანელებდი", - ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ამავე დროს, საუკეთესო ბომბარდირი.

ეს ტურნირი ეგვიპტისთვის მეოთხეა ისტორიაში. თუმცა, 2026 წლის მუნდიალზე მათ უპრეცედენტო მიღწევა დააფიქსირეს: ჯერ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მატჩი მოიგეს, ახლა კი სადებიუტოდ გავიდნენ პლეიოფის ეტაპზე.

სხვა სტატიები