Belive

ეგოიანის გოლი ექსელსიორს ფეიენოორდთან გამარჯვებაში დაეხმარა

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-13 ტურში როტერდამული დერბი შედგა. ფეიენოორდმა ექსელსიორს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ეს ორი გუნდი განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან, მასპინძლებს ჩემპიონობა უნდათ და ამ მომენტისთვის მესამე ადგილს იკავებენ, ექსელსიორი კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას უფრო უნდა ცდილობდეს, რადგან ამ მატჩს ზედიზედ 5 მარცხით შეხვდა (ისე კი ბოლო 8 მატჩიდან 6 წაგება და 2 ფრე ჰქონდა).

ირაკლი ეგოიანმა მატჩი ძირითადში დაიწყო და სრულად ჩაატარა - ქართველმა პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი ზუსტად შეასრულა და ექსელსიორი წინ გაიყვანა (1:2). ეგოიანს, შიდა ჩემპიონატში, 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ფეიენოორდთან მისი შეფასება 7-დან 7.7 ქულამდეა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მონაცემებით).

ექსელსიორს 14 ქულა აქვს, მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან სხვაობა სულ რაღაც 4 ქულაა - მომდევნო ტურში, ქართველის გუნდი, ტელსტარს უმასპინძლებს.