Belive

ედინსონ კავანი ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ედინსონ კავანი კარიერას ,,ბოკა ხუნიორსში'' გააგრძელებს. ინფორმაციას არგენტინული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

ურუგვაელი, რომელმაც ახალ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის დეკემბრამდე გააფორმა, ,,ბოკაში'' 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კავანიმ დღეს ,,ვალენსიასთან'' ხელშეკრულება გაწყვიტა და შედეგად არგენტინაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ,,ღამურების'' მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები