Belive

ძლიერი წვიმის გამო ნოუ კამპი დაიტბორა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონაში ძლიერი წვიმაა, რამაც  "კამპ ნოუს" ნაწილობრივ პრობლემები შეუქმნა. წყალი გვირაბისა და მოედნის დამაკავშირებელ ადგილას დადგა. ძლიერი წვიმის გამო პრობლემები ტურისტებსაც შეექმნათ. მათ ვისაც სტადიონი უნდა ენახა, ექსკურსია გადაიდო. მოედანზე დამონტაჟებული სპეციალური სისტემის წყალობით, მინდორი არ დაზიანებულა. "ბარსელონას" ამ ეტაპზე პრობლემა არ შეექმნება, რადგან უახლოესი საშინაო შეხვედრა გუნდს 21 ოქტომბერს "სევილიას" წინააღმდეგ აქვს.

სხვა სტატიები