"ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ, იმედი გვაქვს სიტუაცია დალაგდება" - ლევან კუტალია ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დიდი მადლობა ყველას მეგობრებო თბილი სიტყვებისთვის გამხნევებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ბევრი შეტყობინება მომივიდა და ძალიან დიდი მადლობა ყველას მეგობრებო გაიხარეთ. ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ. იმედი გვაქვს დალაგდება სიტუაცია მთლიანად ისრაელში. ერთი მინდა ვთქვა, ძალიან მაგარი სახელმწიფოა", - წერს "დინამო თბილისის" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფორვარდი სოციალურ ქსელში.ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მსხვერპლი მოჰყვა.