Belive

ძალიან იშვიათი ფაქტი | გერმანელი ფეხბურთელი ქვედა დივიზიონში ორ კლუბთან ერთად დაქვეითდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანულ ფეხბურთში საოცარი ფაქტი დაფიქსირდა, ფეხბურთელი ტიმ კნიპინგი ქვედა დივიზიონში ორ კლუბთან ერთად დაქვეითდა. სიტუაცია ასეთია, გერმანელი ფეხბურთელი გერმანიის რანგის მე-3 ბუნდესლიგის კლუბ სანდჰაუზენში ირიცხება, მაგრამ იჯარით იმავე ჩემპიონატის უნტერჰახინგში იჯარით ასპარეზობდა, აღნიშნული ორივე კლუბი მე-3 დივიზიონიდან რანგით მე-4 დივიზიონში (რეგიონლიგაში) დაქვეითდა.

სანდჰაუზენი ცხრილში ბოლოსწინა მე-19 პოზიციაზე გავიდა, უნტერჰახინგმა კი სეზონი ბოლო ადგილით დაასრულა.

ტიმ კნიპინგისთვის სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ამჯერად ფეხბურთელი კლუბის გარეშეა, ამის მიუხედავად კი ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გერმანულ გამოცემა Bild-თან ასეთი რამ თქვა:

ჩემთვის ცუდი სეზონი იყო. მე კიდევ ერთი წელი მექნებოდა კონტრაქტი სანდჰაუზენთან, მაგრამ ეს მხოლოდ მე-3 დივიზიონს მოიცავდა. ცხოვრებაში ხანდახან ასეც ხდება, ვერაფერს შევცვლი, ამჯერად მთავარია სწორი გზა ვიპოვო.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს ვიდრე გავარდნა, მაგალითად, ჯანმრთელობა. მადლობელი ვარ, რომ ყველა ტრავმის შემდეგ ისევ შემიძლია ფეხბურთის თამაში, მინდა გავაგრძელო და ვითამაშო იქამდე სადამდეც შევძლებ. - ტიმ კნიპინგი

ტიმ კნიპინგს კარიერის განმავლობაში რამდენიმე სერიოზული ტრავმა აქვს გადატანილი, 2018 წელს მას ფეხის ამპუტაციის საფრთხეც კი შეექმნა.

გერმანიის მე-3 ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილი