Belive

დუშან ტადიჩი - ვარსკვლავის გაბრწყინება

5 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
დაახლოებით 1 თვის წინ დუშან ტადიჩმა კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე. ის "აიაქსის" ლიდერად მოგვევლინა და გუნდს ბერნაბეუზე 4:1 გამარჯვებისა და მეოთხედფინალისკენ გაუძღვა. ის 6 მარტის საღამოს ნამდვილ გმირად მოგვევლინა, ორი საგოლე პასი რის შედეგადაც დავიდ ნერესმა და ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინეს თავი და "ცხრიანში" გატანილი ულამაზესი გოლი საკმარისი აღმოჩნდა რათა სერბს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო. "ეს საუკეთესო მატჩია რომელიც მე მითამაშია" - განაცხადა ტადიჩმა მატჩის შემდეგ. 30 წლის სერბმა საფეხბურთო კერპად ზინედინ ზიდანი დაასახელა, შემდეგ კი "რეალის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვაში უდიდესი როლი შეასრულა, ახლა მას შეუძლია იგივე "იუვენტუსთან" ზიდანის მეორე კლუბთან გააკეთოს.

ტადიჩი "რეალის" წინააღმდეგ, 6 მარტი, მადრიდი.

Real-Madrid-vs-Ajax-18
  რთული წარმოსადგენია რომ დუშანი გასულ ზაფხულში სულ რაღაც 11 მილიონ ევროდ შეიძინეს და რაღა თქმა უნდა, ამ ტრანსფერს დიდი ხმაური არ გამოუწვევია. მითუმეტეს რომ ტადიჩი უკვე 30 წლისაა, მაგრამ იგი ამსტერდამელთა ბოლო წლების ყველაზე წარმატებული შენაძენი გახდა. ტადიჩის მსგავსი ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება "აიაქსს" არ ახასიათებს: კლუბი აკადემიის აღზრდილ ახალგაზრდობაზეა ორიენტირებული, და აქამდე ევროტურნირებზე ნაჩვენები საშუალო შედეგები შესაძლოა სწორედ გამოცდილების ნაკლებობასაც დავაბრალოთ. აქვე მოვიშველიებთ "აიაქსის" ლეგენდარული მცველი, ბარი ჰალშოფის სიტყვებს, რომელიც კლუბის ღირსებას 1970-იან წლებში იცავდა: "გამოცდილი ფეხბურთელი რომლის ყიდვაც აიაქსს შეუძლია არის საშუალო დონის მოთამაშე რომელიც საფეხბურთო უნარებით აკადემიის წარმომადგენელს ვერ სჯობს. ასე რომ რატომ უნდა ვიყიდოთ ფეხბურთელი რომელიც საბოლოო ჯამში ადგილობრივ პროდუქტს ვერ სჯობს?" "ახალგაზრდა ფეხბურთელი ყოველთვის არასტაბილურია - ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა აქვს. თუ გსურს რომ გამოცდილი ფეხბურთელი გყავდეს, ის ძალიან გამოცდილი უნდა იყოს, ასეთი კი 15-20 მილიონი ღირს და ჩვენ მათი შეძენა არ შეგვიძლია" - დაამატა ჰალშოფმა.

მატიას დე ლიხტი და ფრენკი დე იონგი

  გასულ წელს დიდი ინტერესის მიუხედავად "აიაქსმა" მატიას ლე ლიხტისა და ფრენკი დე იონგის შენარჩუნება მოახერხა, მათთან ერთად გამოცდილმა ფეხბურთელებმა, დუშან ტადიჩმა და დალეი ბლინდმა შემადგენლობა შეავსეს, ეს კი კარგი სვლა აღმოჩნდა - ტადიჩს ერედივიზიონის 28 მატჩში 20 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა, ჩემპიონთა ლიგის 14 შეხვედრაში კი 9 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. თუ მისი სტატისტიკა ერედივიზიონში ჩემპიონატის არც თუ ისე მაღალი დონით შეიძლება აიხსნას, ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ მივაწერთ. ტადიჩი მუდმივად აკეთებს იმას რაშიც საუკეთესოა - კრეატიული პასები, ინოვაციები და გოლები. ეს ნამდვილად მისი საუკეთესო სეზონია. ყველაფერი კი 16 წლის ასაკში სერბულ "ვოივოდინაში" დაიწყო, კლუბში რომელიც ცნობილია თავისი ლოიალურობით ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. აქ დუშანს უკვე ახალგაზრდულ ასაკში ჰქონდა შანსი, ეთამაშა ევროტურნირებზე.

ტადიჩი "ვოივოდინაში"

  4 წლიანი სერბული კარიერის შემდეგ, ტადიჩმა კონტრაქტი ჰოლანდიურ "გრონინგენთან" გააფორმა, რაც შესანიშნავი ნაბიჯი აღმოჩნდა. მერინ სლაგტერი, ჟურნალისტი რომელიც "გრონინგენთან" დაკავშირებულ სიახლეებს აშუქებს იხსენებს: "ჩვენ ყველას გვახსოვს ის, ისეთივე დიდებული როგორიც ახლაა. გოლები, პასები, მოძრაობები. დიდი სიამოვნება იყო ყოველ შაბათ-კვირას მისი ხილვა." "გრონინგენში" მან შესანიშნავი შემტევი დუეტი შექმნა სლოვენიელ ტიმ მატავზთან, რომელიც ახლა არნემის "ვიტესის" ღირსებას იცავს. "მატავზს ბევრი გაჰქონდა და ამიტომაც გადავიდა "პსვ-ში", თუმცა ის არ იყო ისეთივე კარგი როგორც ტადიჩი, სწორედ ამიტომ ვერ გაამართლა ეინდჰოვენში" - ამატებს სლაგტერი. ტადიჩის ბრწყინვალე ასპარეზობა "გრონინგენში" და შემდეგ "ტვენტეში" არც ტოპ-ლიგების ბოსებს გამორჩენიათ მხედველობიდან და სულ მალე სერბი რონალდ კუმანის "საუთჰემპტონის" წევრი გახდა მას შემდეგ რაც ადამ ლალანა "ლივერპულმა" შეიძინა. ის "წმიდანების" შემტევი სათამაშო სტილის მნიშვნელოვან ფიგურად  იქცა, მაგრამ კუმანის წასვლა ბევრი რამ შეცვალა. მიუხედავად იმისა რომ იგი ხშირად გვიჩვენებდა თავის მაღალ კლასს, "საუთჰემპტონი" მის კომფორტზე არ ზრუნავდა და სულ მალე მისი პარტნიორი სადიო მანე "ლივერპულში" გაყიდეს. ბოლო სეზონი კარგი არ გამოდგა, გუნდი პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა მწვრთნელების ცვლა და არასტაბილური სიტუაცია კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ტადიჩი "ასტონ ვილასთან" გატანილი გოლის შემდეგ

  სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ მის ყიდვას დიდი ყურადღება არ გამოუწვევია. ამსტერდამში იგი დიდებულად მოერგო 4-3-3 ტაქტიკას, სადაც ხან მარცხენა შემტევად თამაშობს, ხანაც ცენტრში გადადის და თამაშის რიტმს კარნახობს. კრეატივის პასუხისმგებლობა მის მხრებზე აღარაა, რადგან გუნდში ნერეში, ზიეჩი და დე იონგი არიან. ერიკ ტენ ჰაგმა დადებითი შედეგები მიიღო მისი თავდამხმელად დაყენებით, ტადიჩი კარგად ფლობს ბურთს და ეფექტურია საჯარიმოშიც. "აიაქსის" მსგავსად იგი საკვანძო ფეხბურთელად იქცა სერბეთის ნაკრებშიც, დუშანი იმ თაობის ლიდერია, რომლებიც ქვეყანაში ნემანია ვიდიჩისა და დეიან სტანკოვიჩის შემდეგ გამოჩნდნენ. ჟურნალისტი მილენკო ზდრავკოვიჩი ამბობს: "ის ჩვენი პლეიმეიკერი და კაპიტანია თუ ნემანია მატიჩი და ალექსანდრ კოლაროვი არ თამაშობენ. ის მოედანზე ყველაფერს აკეთებს, რაც რონალდოა პორტუგალიისთვის და მესი არგენტინისთვის იგივეა დუშანი ჩვენთვის. "რეალთან" მატჩის შემდეგ სერბეთში ყველა მასზე საუბრობს, ახლა ის ჩვენი მთავარი ვარსკვლავია"

დუშან ტადიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, 2018 წლის 22 ივნისი.

  ტადიჩთან ერთად, სერბეთმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფი მოიგო. ნაკრებს შანსი აქვს 2000 წლის შემდეგ პირველ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს (2000 წელს ჰოლანდია-ბელგიაში იუგოსლავიის ნაკრებმა იასპარეზა). შესარჩევ ეტაპს რაც შეეხება სერბებმა ფრედ 1:1 ითამაშეს პორტუგალიასთან. "აიაქსის" ფანებს კი უკვე თამამად შეუძლიათ იოცნებონ, თუ ისინი "იუვენტუსს" გასცდებიან ეს 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ მათი პირველი ნახევარფინალი იქნება და 1995 წლის შემდეგ პირველად გაუჩნდებათ ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი, ამისთვის მათ ჰყავთ ფეხბურთელი რომელსაც შეუძლიათ დაეყრდნონ - დუშან ტადიჩი.  

სხვა სტატიები