Belive

დუგლას ლუისისა და ალიშა ლემანის ოჯახი გაძარცვეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დაუდგენელი პირები დუგლას ლუისისა და ალიშა ლემანის სახლში შეიჭრნენ - წაიღეს უამრავი საათი და ძვირფასეულობა. ეს მოხდა მაშინ, როცა ბრაზილიელი სერია A-ს ეგიდით "ლაციოს" წინააღმდეგ თამაშობდა, ლემანი კი სასტუმროში "იუვენტუსის" ქალთა გუნდთან ერთად იმყოფებოდა, რათა მომავალი დღისთვის "ინტერთან" სათამაშოდ მომზადებულიყვნენ.

პოლიციის შეფასებით, სახლიდან წაღებულია 11 საათი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 500 000 ევროს შეადგენს, თავდამსხმელებმა წაიღეს ლემანის სამკაულებიც. ლუისმა ჯერ თანაგუნდელებთან ერთად ივახშმა და ლაციოსთან მოგება აღნიშნა, დაახლოებით ღამის 1:30 საათზე კი შინ დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ბინა გაძარცვული იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იუვენტუსის თამაშის მიმდინარეობისას ამ გუნდის ფეხბურთელებს ძარცვავენ, წარსულში იგივე ინციდენტი მოიზე კინსა და ანხელ დი მარიასაც შეემთხვათ.

სხვა სტატიები