Belive

დუგლას კოშტას ტრანსფერი დასკვნით ფაზაში ჩაიშალა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დუგლას კოშტას ტრანსფერი თურქულ "სამსუნსპორში" დასკვნით ფაზაში ჩაიშალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, კოშტასა და თურქულ კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეული იყო და კლუბმა სამედიცინო შემოწმებაც ჩანიშნა, თუმცა, უკანასკნელ წამს, კოშტამ გადაიფიქრა.

ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, "იუვენტუსის", "ბაიერნისა" და "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ყოფილი ვინგერი, თავისუფალ აგენტად რჩება.

სხვა სტატიები