დუბლინის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფ თუთიყუშს ტროი პაროტის სახელი დაარქვეს
დუბლინის ზოოპარკში, იშვიათი ჯიშის მქონე გადაშენების პირას მყოფ თუთიყუშს ირლანდიელი ფეხბურთელისა და "ეროვნული გმირის" - ტროი პაროტის სახელი დაარქვეს.
ალკმაარის 23 წლის თავდამსხმელმა, უნგრეთის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის 96-ე წუთზე, გამარჯვების გოლით ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიყვანა.
ისტორიული გოლის შემდეგ, ზოოპარკის მფლობელმა - დიანა ფარელმა განაცხადა, რომ ზოოპარკს სურდა „ირლანდიის ჰეთ-თრიკის გმირის“ პატივისცემა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
😅🦜 A parrot at Dublin Zoo has been named in honour of Troy Parrott after his heroic hat-trick for Ireland, reports @BBCNews. 🇮🇪 pic.twitter.com/U971TSuBRF
— EuroFoot (@eurofootcom) November 20, 2025
ირლანდიის ისტორიული გამარჯვების შემდეგ ტროი პაროტი დუბლინისა და სრულიად ირლანდიის მთავარ სიმბოლოდ იქცა. პაროტის გოლის შემდეგ, სოციალური მედია სავსეა ირლანდიელი გულშემატკივრების ზეიმის აღმაფრთოვანებელი სცენების კადრებით.
დუბლინის აეროპორტმა თავის ოფიციალურ X ანგარიშზე სახელი "ტროი პაროტის აეროპორტადაც" კი შეიცვალა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი იშვიათი ჯიშის თუთიყუში დუბლინის ზოოპარკში სულ 2 ჰყავთ, მეორეს ქეითი ჰქვია, რომელსაც ირლანდიელი ქალი ფეხბურთელის - ქეითი მაკკეიბის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ირლანდიის ქალთა ნაკრების ლეგენდაა და 30 წლის ასაკში უკვე 100+ მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს, ამისათვის კი ჯერ ჩეხეთის ნაკრების დამარცხებაა საჭირო, შემდეგ კი დანია - მაკედონიას წყვილში გამარჯვებულს უნდა აჯობონ.