დორტმუნდის ფეხბურთელი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა
კატალონიის ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა საკუთარი ინტერესი, დორტმუნდის ბორუსიას გარემარბის, კარიმ ადეიემის შეძენასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა, თავადაც აცნობა გერმანულ კლუბს, რომ გუნდის დატოვება სურს, რადგან მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.
თავის მხრივ, კატალონიურმა გრანდმა, ფეხბურთელის დამატების მიზნით, სწრაფი ნაბიჯები გადადგა. როგორც საფეხბურთო გამოცემა "Sky Sports"-ი იუწყება, თითქმის საბოლოოდაა გადაწყვეტილი, რომ ადეიემი, ამ ზაფხულში, ესპანელთა რიგებს შეუერთდება. ამ ეტაპზე, მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.
🚨🔵🔴 BREAKING: Karim Adeyemi agreed terms with Barcelona and informed BVB he only wants Barça move.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 9, 2026
Adeyemi, out of contract in June 2027 and not planning to sign new deal.
❗️ Barcelona sent an official bid to BVB to get Adeyemi now, working to get it done. pic.twitter.com/7zHJQIeflr
ტრანსფერის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკიც. მას, გერმანიის ნაკრებში, ადეიემთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს და ახლა, კატალონიურ კლუბში მისი გადასვლის დიდი მხარდამჭერია.
ფლიკს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სისწრაფე და ტექნიკა, იდეალურად შეესაბამება მის მაღალ პრესინგზე დაფუძნებულ სათამაშო სისტემას. შეტევაში მისი უნივერსალურობა, გერმანელ სპეციალისტს, მრავალ ვარიანტს აძლევს.
მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეშიც. რამდენადაც ცნობილია, მენდეშმა, ადეიემი ბარსელონას ადრეც შეთავაზა, მაგრამ კლუბმა, გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო, ის ვერ შეიძინა. ახლა კი, უფრო სტრუქტურირებული მიდგომის პირობებში, დიდი შანსია, ეს ტრანსფერი შედგეს. ბარსელონასთვის, პოზიტიური მოვლენაა ისიც, რომ ადეიემის თავადაც სურს კატალონიურ კლუბში თამაში.