Belive

დორტმუნდის ბორუსიას ბარსელონასთან შეტევის ლიდერი არ ეყოლება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, პაკო ალკასერი, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურს გამოტოვებს, რომელსაც გერმანელები კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავენ. ესპანური Marca-ს ცნობით, პაკო ალკასერმა მუხლის ტრავმა "პადერბორნთან" მატჩში (3:3) მიიღო. შეგახსენებთ, რომ ალკასერი 2016 წელს "ბარსელონაში" თამაშობდა - კატალონიელებმა მის სანაცვლოდ "ვალენსიას" €30 მილიონი გადაუხადეს. 2 წლის შემდეგ, ალკასერი იჯარის წესით დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა, სადაც თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა და საბოლოოდ, გერმანელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. მიმდინარე სეზონში, პაკო ალკასერმა 13 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 7 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები