Belive

დინო ძოფმა ალეგრის მხარი დაუჭირა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დინო ძოფმა ალეგრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ უცხოური მედიის თქმით, მიმდინარე სეზონი ბოლოა იტალიელისთვის და მას სავარაუდოდ, ზიდანი შეცვლის. "ჩემი აზრით, მასიმილიანოს გაკრიტიკება შეუძლებელია. ბოლო 5 წელში მან საოცარი შედეგი დააფიქსირა და ბევრი ტიტული მოიგო. ვფიქრობ, რომ ალეგრი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია და მასზე გავლენას სხვები ვერ მოახდენენ," - განაცხადა დინო ძოფმა. ცნობისთვის, ძოფი "იუვენტუსის" კარებს 1972–1983 წლებში იცავდა, რა დროშიც "ბიანკონერის" მაისური 330-ჯერ მოირგო.

სხვა სტატიები