საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის სამზადისს იწყებს.
გუნდი თბილისში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე უკვე შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ვარჯიშიც დაიწყო.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გუნდს ახალი სეზონიდან ორი ახალი მწვრთნელიც ეყოლება, რომელიც კახა ცხადაძეს დაეხმარება. მსგავსად ფეხბურთელებისა, რომელიც კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა ბელარუსიდან მოიწვია, ცხადაძის ასისტენტებიცბელარუსები იქნებიან.
"დინამოს" სამწვრთნელო გუნდში მეკარეების ბელარუსი მწვრთნელი ევგენი ტაიკევიჩი და ექიმი-რეაბილიტოლოგი ალექსანდრე ოდინოვი იმუშავებენ, რომლებიც ბოლოს სოლიგორსკის "შახტიორში" მუშაობდნენ.
ქვეყნის 18-გზის ჩემპიონმა ახალი სეზონისთვის სტანისლავ ბილენკი, დმიტრი ანტილევსკი, გოდფრისტეფენბიტოკი და დავით კერესელიძე უკვე დაიმატა და მათ გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყეს, უახლოეს დღეებში კი, დაანონსებულია, რომ გუნდს ახალი ლეგიონერებიც შეემატებიან.
"დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონში 70 ქულა დააგროვა და გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.