Belive

დინამო თბილისს ასტანასთან მატჩში 3 ფეხბურთელი დააკლდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო თბილისი" 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას დანაკლისით შეხვდება.

შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში თბილისელთა მეტოქე ყაზახური "ასტანა" იქნება, რომელსაც ქართული გუნდი ჯერ სტუმრად, შემდეგ კი საშინაო კედლებში დაუპირისპირდება.

სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრისთვის "დინამო თბილისი" ყაზახეთში დანაკლისით ჩავიდა - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ტრავმის გამო თორნიკე კირკიტაძე, ზორან მარუშიჩი და ანზორ მექვაბიშვილი დააკლდება.

“დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ივლისს ითამაშებს და ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანას” სტუმრად დაუპირისპირდება – საპასუხო მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე”, 19 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები