Belive

დინამო თბილისმა შესაძლოა ზაგრების დინამოს ყოფილი ფეხბურთელი დაიმატოს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, დინამო თბილისმა შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამჟამად თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში იმყოფება და ზამთრის შეკრებას მართავს. Live.ge-ს ინფორმაციით, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, უახლეს დღეებში "დინამოს" ხორვატი ფეხბურთელი შეუერთდება, რომელიც შესაძლოა თბილისური კლუბის წევრი გახდეს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს შესაძლოა 30 წლის ცენტრალური მცველი, მარიო მუსა შეუერთდეს, რომელიც ხორვატიის საუკეთესო კლუბის, ზაგრების "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდში 2007-19 წლებში ირიცხებოდა. ის გუნდთან ერთად ივარჯიშებს და სამწვრთნელო შტაბი მის შესახებ გტადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. მუსა ზაგრებულ კლუბს სხვადასხვა დროს თანაქალაქელ "ლოკომოტივში", ისრაელის "მაკაბი ჰაიფაში" და შოტლანდიურ "ჰამარბიში" ჰყავდა განათხოვრებული, უშუალოდ "დინამოში" კი 38 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. მარიო მუსა ზაგრების "დინამოსთან" ერთად ორჯერ ხორვატიის ჩემპიონი გახდა, ერთხელ ქვეყნის თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც ითამაშა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ის თავისუფალი აგენტია.

სხვა სტატიები