დინამო კიევის ესპანელი ლეგიონერის ღირსეული საქციელი
"დინამო კიევის" ესპანელმა ლეგიონერმა - ფრან სოლმა, რომელიც ამჟამად "ეიბარში" ასპარეზობს, უკრაინელი დევნილები შეიფარა. "დინამო კიევის" მაისურით ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, ესპანელმა ფორვარდმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. "ტენერიფესა" და "ეიბარში" იჯარის წესით გატარებული 2 სეზონის მიუხედავად, ფრან სოლი კვლავ უკრაინული კლუბის საკუთრებაა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას მწვავედ განიცდის. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, ესპანელი ფეხბურთელი იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ხდება მალე დასრულდება.
"ეს არის უმცირესი, რისი გაკეთებაც უკრაინელი ხალხისთვის შეგვეძლო. მე და ჩემი ოჯახი მოხარული ვართ, რომ ჩვენს სახლში იმყოფებით. იმედი მაქვს, ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ხდება მალე დასრულდება და თქვენს სამშობლოში დაბრუნებას შეძლებთ. დიდება უკრაინას!
Будь- яка допомога мала. Це найменше, що ми можемо зробити, щоб допомогти українському народу. Я і моя родина щасливі, що ви в нашому домі. Я сподіваюся, що ця різанина скоро закінчиться, і ви зможете бути у своєму домі, а поки тут ваш. Слава Україні! 💛💙 pic.twitter.com/D6T079vnxD — Francisco Sol Ortiz (@fran_sol9) April 17, 2022