Belive

დინამო ბათუმი დაცვას აძლიერებს: ჩემპიონმა ფერენცვაროშის ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი", 2022 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. აჭარული გუნდი თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებას გადის და შემადგენლობის გაძლიერებაზეც მუშაობს. გუნდმა ყველა ხაზში უკვე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ისე ჩანდა, რომ ყველაზე მეტად გაძლიერებას ცენტრალური დაცვის ზონა საჭიროებდა, სადაც გია გეგუჩაძის გუნდს სიახლე აქვს. ახალი სეზონიდან, "დინამო ბათუმის" რიგებს განელი ცენტრალური მცველი, აბრაჰამ ფრიმპონგი გააძლიერებს, რომელსაც საკმაოდ კარგი კარიერა აქვს. 28 წლის ფეხბურთელს ევროპული კარიერის განმავლობაში იტალიური "ვიჩენცას" 19-წლამდე გუნდში, სერბულ "ვოივოდინასა" და "ნაპრედაკში", შემდეგ კი ამ ქვეყნის საუკეთესო კლუბ, "ცრვენა ზვეზდაში" აქვს ნათამაშები. ევროპაში, ბოლოს, ფრიმპონგი უნგრულ "ფერენცვაროშში" გამოდიოდა, სადაც ლაშა დვალის თანაგუნდელი გახლდათ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ითამაშა. 2021 წლის თებერვლიდან დღემდე, ფრიმპონგი საუდის არაბეთის წარმომადგენელი "ალ-აინის" წევრი გახლდათ.  

სხვა სტატიები