Belive

დინამო 2 - მერანის მატჩის დროს მარტვილელთა თავდამსხმელი შეუძლოდ გახდა  

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრაში მარტვილის "მერანმა" "დინამო თბილისი 2" დაამარცხა.

მატჩის შესვენებაზე მეგრული კლუბის ფეხბურთელს, მოჰამედ სილას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მოთელვისას შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. როგორც ირკვევა, სილას გადარჩენაში მონაწილეობა ორივე გუნდის სამწვრთნელო გუნდის წევრებმა და ასევე "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მიიღეს.

"გუშინ, თბილისში "დინამოს" აკადემიის სტადიონზე, "დინამო 2"-თან მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენების დროს, ჩვენი ლეგიონერი, მოჰამედ სილა "მოთელვისას" შეუძლოდ გახდა და მოედანზე უგონოდ დაეცა. საბედნიეროდ, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ორივე გუნდის მედიკოსებს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას. მედიკოსებთან ერთად მადლობას ვუხდით "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, რომელიც პირველივე წუთიდან გვერდიდან არ მოსცილებია სილას, ამხნევებდა და დახმარებას უწევდა ჩვენს ფეხბურთელს.

მოჰამედ სილა საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება",
- წერს მარტვილის "მერანის" ოფიციალური გვერდი.

მოჰამედ სილა საავადმყოფოდან გამოწერეს და ამჟამად 20 წლის გვინეა-ბისაუელი ცენტრალური თავდამსხმელი თავს კარგად გრძნობს.