Belive

დიმიტარ ბერბატოვი: "ხანდახან ნაძირალა უნდა იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"წითელი ეშმაკების" ყოფილი ფორვარდი მიიჩნევს, რომ გუნდს აგრესიული ლიდერი აკლია. დიმიტარ ბერბატოვს "იუნაიტედისგან" უფრო მეტი ცინიზმის და სისასტიკის ნახვა სურს. 6 იანვარს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან" 0:2 დამრცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ბულგარელი ფორვარდი უკმაყოფილო დარჩა გუნდის მიერ ზედმეტად "ნაზი" ფეხბურთის ჩვენების გამო. Marca-თან ინტერვიუში ბერბატოვმა განაცხადა: 
"ხანდახან დერბიში და მნიშვნელოვან მატჩებში ფორმა და იმპულსები არც ისე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გსურს, რომ გაიმარჯვო. რამდენად გყავს ცბიერი და ჭკვიანი მოთამაშეები, რომლებსაც ეშმაკური ხერხების გამოყენება შეუძლიათ. მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთო. ხანდახან ისეთი უნდა იყო, როგორიც მოურინიომ თქვა - ნაძირალა უნდა იყო, რომ ტიტულები მოიგო. ახლანდელ "იუნაიტედში" ამ თვისებებს ვერ ვხედავ. როი კინი გაოცებული დარჩა დერბის შემდეგ იმით, თუ როგორ ეხვეოდნენ მოთამაშეები ერთმანეთს. მართლაც, რა ჯანდაბაა, ეს დერბია - გამოდი და გაიმარჯვე! "იუნაიტედს" "ბინძური" მოთამაშე აკლია, რომელიც გუნდს საჭირო აგრესიას შემატებდა. გუნდი შიგადაშიგ ზედმეტად რბილად გამოიყურება."
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "იუნაიტედს" ლივერპულს მსგავსად 33 ქულა აქვს და პირველ ადგილს სწორედ კლოპის გუნდთან იყოფს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "წითელ ეშმაკებს" მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.      

სხვა სტატიები