დიეგო სიმეონეს მე-700 მატჩი ატლეტიკო მადრიდის მთავარ მწვრთნელად
არგენტინელი დიეგო სიმეონე დღეს, "ატლეტიკო მადრიდის" მთავარი მწვრთნელის რანგში მე-700 შეხვედრას ჩაატარებს, ჩოლოს გუნდი დღეს "ალავესს" დაუპირისპირდება.
დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" მწვრთნელად 13 წლის წინ, 2011 წელს დაინიშნა, მას შემდეგ კი გუნდმა 8 ტიტული მოიგო: 2-2 ჯერ მოიგო ლა ლიგა, ევროპა ლიგა, უეფას სუპერთასი, თითო-თითოჯერ კი დაეუფლა ესპანეთის თასის და ესპანეთის სუპერთასის ტიტულს. ამას გარდა მან ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ინდივიდუალურ ჯილდოებს რაც შეეხება 2015/16 წლებში ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" ამ ხნის განმავლობაში კარი მშრალად 326-ჯერ შეინახა, რაც ჩატარებული მატჩების თითქმის ნახევარია, ის ასევე პირველი მწვრთნელი გახდება, რომელმაც ლა ლიგის გუნდი მოედანზე 700-ჯერ გაიყვანა. "ალავესთან" მოგების შემთხვევაში სიმეონე ლა ლიგაში მე-300 მოგებას იზეიმებს.
🙌🏻 𝐒𝐈𝐌𝐄𝐎𝐍𝐄 𝟕𝟎𝟎
— Atlético Stats (@atletico_stats_) November 21, 2024
Diego Pablo Simeone dirigirá este próximo sábado su partido n.º 700 en el banquillo del Atlético de Madrid.
⭐️ Se convertirá, así, en el primer técnico en toda la HISTORIA de la LALIGA en alcanzar dicha cifra.
Repasamos sus números de leyenda 🧵 pic.twitter.com/zySl9r2hDf
დიეგო სიმეონეს კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
"ატლეტიკო მადრიდი" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 26 ქულით მე-3 ადგილზეა, ჩოლოს გუნდი ლიდერ "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩება.
"ატლეტიკო" "ალავესს" დღეს 19:15 საათზე დაუპირისპირდება.