Belive

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ დიეგოს რამდენიმე კვირის წინ ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. არგენტინული მედიის თანახმად, მარადონა გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომხდარის გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
მომხდართან დაკავშირებით, არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" შემტევმა, ლიონელ მესიმ, კომენტარი გააკეთა: "თითოეული არგენტინელისა და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის, ძალიან სამწუხარო დღე დადგა. მარადონა გვტოვებს, მაგრამ რეალურად, არ გვტოვებს, რადგან ის უკვდავია. ყოველთვის მემახსოვრება ის მომენტები, რომელიც მასთან ერთად გავატარე და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს", - აღნიშნა არგენტინელმა.
დიეგო მარადონამ საკლუბო დონეზე "ბარსელონასა" და "ნაპოლიში" ითამაშა და იტალიელებთან ერთად სერია ა 2-ჯერ მოიგო. სანაკრებო კარიერაში, მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. ყველაზე გამორჩეული მატჩი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც მან ლეგენდარული 2 გოლის გატანა შეძლო. პირველი მათგანი, მარადონამ ხელით გაიტანა, რომელსაც "ღმერთის ხელი" ეწოდა. მეორე გოლი კი, უდავო, შედევრი იყო: მარადონამ ბურთი მეტოქის კარიდან 60 მეტრში მიიღო, 5 ინგლისელი მეტოქე (მეკარის ჩათვლით) მოატყუა და "საუკუნის გოლი" გაიტანა.
ასევე იხილეთ: მარადონას კარიერის 10 გამორჩეული გოლი ასევე იხილეთ: საფეხბურთო სამყარო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება ასევე იხილეთ: დიეგო მარადონას მაკრატელა თბილისში

სხვა სტატიები