Belive

დიეგო კოშტამ გრემიოს 20-წლამდელებში ითამაშა და იქაც იჩხუბა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიეგო კოშტა ყოველთვის ქარიზმატული ფეხბურთელი იყო, ის გამორჩეულია ხასიათის თვისებებით, რომელსაც ზოგი 'მებრძოლ', ზოგი კი 'ბინძურ' სათამაშო სტილს უწოდებს. ევროპაში ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ესპანელ-ბრაზილიელი ფეხბურთელი ახლა "გრემიოში" თამაშობს.

კოშტას ასაკი და ბოლო დროს მიღებული ტრავმები საშუალებას არ აძლევს ძირითადი გუნდის სათამაშო ფორმას მიუახლოვდეს, ამიტომ გრემიომ გადაწყვიტა, კოშტას 20-წლამდელთა შემადგენლობაში ეთამაშა და პატარებს დახმარებოდა, რაც მისთვისაც კარგი ვარიანტია - სათამაშო რიტმის შესანარჩუნებლად.

ყველაფერი საშინლად დასრულდა, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის აღებული ჯარიმის შემდეგ, კოშტა გაცხარდა და მასზე გაცილებით პატარა ფეხბურთელს ყელში წვდა. მსაჯი იძულებული იყო კოშტასთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა. გრემიოს პატარრები კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან 11 კაცითაც მარცხდებოდნენ.

სხვა სტატიები