დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა ტვიტერზე დაწერა. „ჩვენი პრიორიტეტია პასუხისგებაში მივიყვანოთ ისინი, ვინც პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობდა. ცხადია, დღევანდელი სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს "ჩელსისა" და მის გულშემატკივრებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ კლუბი ჩვენ ვმუშაობდით იმ საკითხზე, რომ კლუბი და ეროვნული სპორტი ამ მნიშვნელოვანი სანქციებით არ დაზარალდეს. იმისთვის, რომ კლუბმა არსებობა და ტურნირებზე ასპარეზობა კვლავ განაგრძოს, ჩვენ გავცემთ სპეციალურ ნებართას, რომელიც გუნდს თამაშების ჩატარების, თანამშრომლების ანაზღაურებისა და სეზონური აბონემენტის მქონე გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საშუალებას მისცემს. პარალელურად, აბრამოვიჩს კლუბის მფლობელობის შედეგად მიღებული სარგებლის მიღების უფლებას ჩამოვართმევთ. ვიცი, რომ აღნიშული ერთგვარ გაურკვევლობას ქმნის, თუმცა მთავრობა პრემიერ ლიგასთან და საფეხბურთო კლუბებთან აქტიურად იმუშავებს იმ მიზნით, რომ სანქციების ამოქმედების პარალელურად, გუნდებმა ფეხბურთის თამაში კვლავ შეძლონ. საფეხბურთო კლუბები ჩვენს კულტურულ ფასეულობას წარმოადგენენ და მზად ვართ, დავიცვათ მათი ინტერესები", - განაცხადა მან.სანქციების დაწესებამდე, ბრიტანეულ მედიაში ხშირად საუბრობდნენ, რომ აბრამოვიჩი "ჩელსის" სასწრაფოდ ყიდდა, რასაც გაყინული აქტივების ფონზე, ვეღარ შეძლებს. ასევე, "ჩელსი" ვერ განახორციელებს ტრანსფერებს და მხოლოდ საკუთარი შემოსავლების დახმარებით იარსებებს.