,,ბარსელონას'' ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის გუნდში დიდ ცლილებებს გეგმავს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კლუბი, შესაძლოა, 14-მა ფეხბურთელმა დატოვოს. მათ შორის მირალემ პიანიჩი, ფილიპე კოუტინიო, მარტინ ბრაიტვეიტი, ჟუნიორ ფირპო, სამუელ უმტიტი, ნეტო და მატეუს ფერნანდესი არიან.
ასეთი გადაწყვეტილება კატალონიელებმა ფინანსური პრობლემების გამო მიიღეს. ,,ბარსელონაში'' მიიჩნევენ, რომ შემადგენლობის გადახალისებით მომავალ სეზონში გუნდი ტიტულებისთვის იბრძოლებს.
ესპანურ პრესაში იწერება, რომ კუმანის კლუბი ზაფხულში იმ ფეხბურთელების ტრანსფერზე იმუშავებს, რომლებიც თავისუფალი აგენტები ხდებიან - სიაში ,,ლივერპულის'' ნახევარმცველი - ჟორჟინიო ვაინალდუმი, ,,ლიონის'' შემტევი - მემფის დეპაი და ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი - სერხიო აგუერო არიან.
ლა ლიგის 36 ტურის შემდეგ ,,ბარსელონა'' 76 ქულით ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,ატლეტიკოს'' 4 ქულით ჩამორჩება.