Belive

დიბუ მარტინესი: ,,ბიჭებს ვუთხარი, რომ სახლში დასაბრუნებლად მზად არ ვიყავი!''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, ეკვადორთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თერთმეტმეტრიანების სერიის წინ, ბიჭებს ვუთხარი, რომ სახლში დასაბრუნებლად მზად არ ვიყავი...

მით უმეტეს, ჩვენ ხომ მსოფლიოსა და კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონები ვართ, ამიტომ აქ დარჩენას ვიმსახურებთ. 35 დღეა, რაც ყველანი ერთად ვართ და ეს ძალიან ემოციურია...'' - ემილიანო მარტინესი

კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ეკვადორი პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა.

,,ალბისელესტეს'' მომავალი მეტოქე კანადა ან ვენესუელა იქნება.

სხვა სტატიები