Diario SPORT: "რეალის გასახდელი მბაპეს გამოხტომებმა დაღალა"
მადრიდში კილიან მბაპესთვის კარგი დრო არ დგას. თავდამსხმელის გარშემო დაძაბული ატმოსფერო დღითიდღე იზრდება და როგორც ჩანს, პიკს მიაღწია (ჯერჯერობით) მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ფეხბურთელის შვებულებაში ყოფნის ფოტოები, როდესაც გუნდი კრიზისში იყო - ის ესპანიოლთან მატჩამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე დაბრუნდა ესპანეთში.
გულშემატკივრებსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება აშკარაა, მათ შორის რეალ მადრიდის ფანების სექტორის მიერ წამოწყებული კამპანიები, რომლებიც მის წასვლას მოითხოვენ. კლუბშიც არ მალავენ, რომ უკმაყოფილებამ გასახდელშიც შეაღწია.
L'Equipe-ის ცნობით, მისი თანაგუნდელების უმეტესობა უკმაყოფილოა თავდამსხმელის პრივილეგიებით, სხვა საკითხებთან ერთად, ასახელებენ „მწვრთნელთა შტაბის წევრის მიმართ უპატივცემულობას და ვარჯიშის დროს ან კვებამდე ორმოცი წუთით დაგვიანებას“.
საქმე ამით არ მთავრდება. ფრანგული გამოცემა ასევე ასახელებს გასახდელში ამ უთანხმოების დამატებით მიზეზებს.
მისი დამოკიდებულება, რომელსაც ისინი ზედმეტად ინდივიდუალისტურად მიიჩნევენ, მას სულ უფრო იზოლაციაში აყენებს. ამრიგად, მბაპე თითქმის ექსკლუზიურად, გუნდის მხოლოდ ფრანგ ფეხბურთელებთან ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას. - ვკითხულობთ L'Equipe-ის სტატიაში
🧐El vestuario del Real Madrid se cansa de Mbappé
— Diario SPORT (@sport) May 6, 2026
🇫🇷 Desde Francia apuntan a un distanciamiento significativo entre el delantero y el resto de la plantilla, con excepción de sus compatriotas
✍️@ChrisBlasco3 https://t.co/l1qozXmpDk