Belive

Diario Sport: 'ლუის ენრიკე ბარსელონას ისევ გაწვრთნაზე ოცნებობს'

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემის, Diario Sport-ის ცნობით, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, კატალონიურ კლუბში არსებულ ვითარებას აკვირდება და იცის, რომ კლუბი 2026 წელს საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს. ამან შესაძლოა ესპანელი მწვრთნელის დაბრუნებას შეუწყოს ხელი.

ენრიკემ ბოლო წელი მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ტაქტიკოსის პოზიციაზე დაბრუნებას მიუძღვნა. 55 წლის სპეციალისტმა დაუვიწყარი ისტორია შექმნა, როგორც პირველმა მწვრთნელმა, რომელმაც პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ამ მომენტისთვის, ენრიკე სრულად ერთგულია საფრანგეთის დედაქალაქში არსებული პროექტის. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მომავალში, ყოფილი ნახევარმცველი, ბარსელონაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

ლუის ენრიკემ, თავის ახლო გარემოცვაში არაერთხელ განაცხადა, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა კამპ ნოუზე - ვკითხულობთ Diario Sport-ის წყაროს ინფორმაციას

გარდა იმისა, რომ ლუის ენრიკე ბარსელონაში თამაშობდა, ის ამ კლუბს 2014 წლიდან 2017 წლამდე წვრთნიდა. ენრიკეს საოცარი მიღწევა აქვს: მან ტრიპლეტი (3 მთავარი საკლუბო თასი) ბარსელონასაც მოაგებინა და პსჟ-საც. ასეთი რამ 2-ჯერ მხოლოდ პეპ გვარდიოლას აქვს გაკეთებული (ბარსელონასთან და მანჩესტერ სიტისთან ერთად).

სხვა სტატიები