დი მარია: "ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია"
ხშირად არ ხდება, როცა მოთამაშეები იმ მწვრთნელს ასახელებენ, რომელთან მუშაობაც ყველაზე მეტად არ მოსწონდათ, თუმცა ანხელ დი მარიასთვის ეს პრობლემა არ არის, პირიქით, არგენტინელი ფეხბურთელი შანსს არ უშვებს, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი გააკრიტიკოს. ESPN Argentina-სთან საუბრისას, დი მარიამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული ერთი სეზონი გაიხსენა, როდესაც მას 3 საუკეთესო მწვრთნელის გამორჩევა სთხოვეს.
გეტყვით ვინაა 3 საუკეთესო, თუმცა ყველაზე ცუდი, ვისთანაც მიმუშავია, ლუი ვან გაალია, ამაში დარწმუნებული იყავით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჯობია ეს ეჭვები ახლავე გაეფანტოს.
3 საუკეთესოს შორის ლიონელ სკალონის, ანხელ საბელასა და დიეგო მარადონას გამოვარჩევდი, თუმცა დიეგოს მენეჯერად არასდროს განვიხილავდი. ის ჩემთვის უფრო ახლო მეგობარი, ძმა ან მამა იყო. ჩემთან სასაუბროდ რჩებოდა, როცა ამას არავინ აკეთებდა, მეხმარებოდა წინსვლაში. რაც უფრო მეტ კრიტიკას ვიღებდი, მით უფრო მიჭერდა მხარს. - განაცხადა ანხელ დი მარიამ
ანხელ დი მარიამ ნიდერლანდელი მწვრთნელი, ანალოგიურად 2021 წელსაც აღწერა და მას ყველაზე უარესი უწოდა. "დი მარია უბრალოდ კარგი ფეხბურთელია" - ეს კი ვან გაალის სიტყვებია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ამ კომენტარების გამო, არგენტინისა და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებებს შორის დაძაბულობა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის დაწყებამდეც იგრძნობოდა, რაც მატჩშიც გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგაც.