დი მარია: ,,არ გვჯეროდა, რომ ხორვატია ბრაზილიას გააგდებდა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ხორვატიამ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან ბრაზილია გამოთიშა:
,,სტადიონზე შევდიოდით, როცა მობილურში ვნახე, რომ ხორვატიამ გაიტანა... კამერა პირდაპირ მე მიღებდა, მე კი შემოვბრუნდი და ვთქვი: ,,ხორვატიამ ბრაზილიას გაუტანა!''
ვერ ვიჯერებდით, რომ ბრაზილია გავარდებოდა, ისინი იგებდნენ და ყველაფერს აკონტროლებდნენ...'' - ანხელ დი მარია
კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებმა ბრაზილიას პენალტების სერიაში მოუგო. შეხვედრაში ანგარიში 106-ე წუთზე (დამატებით დროში) ნეიმარმა გახსნა, ხორვატებმა კი დამატებითი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაათანაბრეს.
ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრების მეტოქე, სწორედ არგენტინა იყო - ,,ალბისელესტემ'' მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.