Belive

დღეს არიენ რობენი დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩს გამართავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა 1 წლის წინ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა პაუზის შემდეგ, ნიდერლანდელმა დიდ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა. არიენი თავის მშობლიურ კლუბში, "გრონინგენში" დაბრუნდა და 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დღეს კი "გრონინგენი" ამხანაგურ შეხვედრაში, "ალმერ სიტის" დაუპირისპირდება. არიენ რობენი ძირითად შემადგენლობაში გახლავთ. შეხცედრა თბილისის დროით 16:00-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რობენი 1996 წლიდან 2000 წლის ჩათვლით, "გრონინგენის" ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. საუკუნის დასაწყისში იგი დააწინაურეს და სათამაშოდ ძირითად გუნდში გადაიყვანეს. ნიდერლანდელმა პირველ გუნდში 2 წელი დაჰყო და ამ პერიოდის განმავლობაში მან 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში არიენმა, თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 607 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 207 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები