Belive

დევიდ ბექჰემმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დევიდ ბექჰემი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ელეგანტურობით და თამაშის მანერით. დევიდი იმ მადრიდის "რეალის" წევრი გახლდათ, რომელსაც "გალაქტიკოსი" უწოდეს. თავის დროზე ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედიდან"  "სამეფო კლუბში" 24.6 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც იმ დროისთვის უდიდეს თანხას წარმოადგენდა. ბექჰემთან ერთად გუნდში იყვნენ ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, რაული და ა.შ ხსენებული ფეხბურთელები ერთად საოცრად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა თუ ვის თვლიდა საუკეთესო თანაგუნდელად: "ზიდანი იყო საუკეთესო მოთამაშე, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ის გახლავთ ჯენლტმენი, საუკეთესო პიროვნება და უდიდესი მოთამაშე. ჩემთვის მასთან ერთად თამაში პრივილეგია იყო."
Capture
ბექჰემმა თავის ინსტაგრამ გვერდზე დადო სურათი, სადაც ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს ემშვიდობება.
"14 წლის წინ ეს მომენტი სრულიად საფეხბურთო სამყაროსითვის და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მადლობა ზიზუ" - ასეთი აღწერა გაუკეთა ბექჰემმა ინსტაგრამზე დადებულ ფოტოს. შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემმა კარიერა 2013 წელს, "პსჟ-ს" რიგებში 38 წლის ასაკში დაასრულა.

სხვა სტატიები