დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ ფრანგსაც სურდეს''
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:
,,არსებობს გაუთვალისწინებელი გარემოებები, სიტუაციები, რომლებსაც უნდა მოვერგოთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხვალ არგენტინასთან ეს მატჩი გვეთამაშა. პრობლემებთან გამკლავება მათაც მოუწიათ, საუდის არაბეთთან პირველი შეხვედრა წააგეს. არ მეშინია და არც ვნერვიულობ. ასეთი შეხვედრისთვის მზადების პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი და არის კონტექსტიც, რომელიც განსაკუთრებულია. ვიცი, რომ მესის ჩემპიონობა არგენტინელებს და შესაძლოა, ზოგიერთ ფრანგსაც, სურს.
2018 წლის ფინალში დღევანდელი შემადგენლობიდან 7 არგენტინელი მონაწიელობდა. ეს ნამდვილად არ არის იგივე გუნდი. შედარებას არ ვაპირებ, ამას აზრი არ აქვს. ის მერვედფინალური მატჩი იყო. სამი დამკვირვებელი გვყავს, რომლებმაც მეტოქის ყველა თამაში ნახეს. ეს ზუსტი ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს. ხვალ არგენტინამ, შესაძლოა, რაღაც განსხვავებული გააკეთოს, მაგრამ ეს ჩვენც შეგვიძლია,'' - დეშამის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.