დეშამი: ,,როცა ისრაელთან ფრედ ვითამაშეთ, ბრაზილიამაც ვერ მოიგო და არგენტინამ წააგო''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, იტალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდის განვლილი წელი შეაფასა:
,,თავს კარგად ვგრძნობ, ენერგიით სავსე, მშვიდი და წყნარი ვარ. ჩვენ მიმართ არსებული მოთხოვნების შესახებ კარგად ვიცი - ეს ბოლო 10 წელია ჩემი ფეხბურთელებისა და, გარკვეულწილად, ჩემი ,,ბრალიცაა'' - ჩვენგან ყოველთვის შედეგს ელიან. როცა ისრაელთან ფრედ ვითამაშეთ, ბრაზილიამაც ვერ მოიგო, არგენტინა კი დამარცხდა... ასეა, ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია.
დიახ, რთული წელი გამოვიდა, მაგრამ კარგად ვარ! ბოლო მატჩის მოგება იტალიაში შევძელით.'' - დიდიე დეშამი
საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაში იტალიის დამარცხება შეძლო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
შედეგად, დეშამის გუნდი ერთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, რომელიც 2025 წლის მარტში გაიმართება.