Belive

დეშამი: ,,მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, პოლონეთთან მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია:

,,სუბიექტური ვარ, რადგან ფრანგი ვარ და თანაც მისი მწვრთნელი, მაგრამ, დიახ, მბაპე ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

ის ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. მიუხედვად იმისა, რომ მას თითქმის ერთი საათი საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, აქვს უნარი, შეხვედის მიმდინარეობა ნებისმიერ მომენტში შეცვალოს,'' - დეშამის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთს 3:1 მოიგო.

კილიან მბაპემ მატჩში დუბლი გაიფორმა. ,,მამლების'' თავდამსხმელს მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლი დაუგროვდა.

სხვა სტატიები