Belive

დეშამი: ,,დიდებული მატჩი გამოვიდა, ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ინგლისთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ეს საოცრებაა. დიდებული მატჩი გამოვიდა, ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. თუმცა, ჩვენ ისევ გამოვაჩინეთ საკუთარი თავი. ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში კვლავ გავედით, თითოეული ფეხბურთელისთვის შესანიშნავია. გვსურს, დრო გავაჩეროთ და ოთხშაბათამდე მომენტით დავტკბეთ.

ჩვენ სწორი მენტალიტეტი გვაქვს და ეს ჩანს. უპირატესობა სიმამაცითა და გულით შევინარჩუნეთ.

მაროკოსთვის სერიოზულად მოვემზადებით. ეს გუნდი აღიარებას იმსახურებს, რაც გასაკვირი არ არის. მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდგებით,'' - განაცხადა დეშამმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთმა ინგლისს 2:1 მოუგო.

ნახევარფინალში საფრანგეთის მეტოქე მაროკო იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში პორტუგალიას აჯობა.

სხვა სტატიები