Belive

დენის ბერგკამპს კუპიურაზე გამოსახავენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალისა და ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, დენის ბერგკამპის გამორჩეულ გოლს, რომელიც მან არგენტინის ნაკრებს გაუტანა, კუპიურაზე აღბეჭდავენ.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, 89-ე წუთზე ბერგკამპმა არგენტინას გამარჯვების გოლი გაუტანა, გოლის სირთულისა და ესთეტიკის გათვალისწინებით, ეს მომენტი მსოფლიო ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე "იკონური" მომენტია.

განსაკუთრებული 8-ევროიანი კუპიორა ნიდერლანდების მთავრობის ორგანიზებით დაიბეჭდა. ინოვაციური ჰოლოგრაფიული დიზაინის წყალობით, თითოეულ გამოშვებულ კუპიურას თავისი ელექტრონული ეკვივალენტი ექნება და ციფრულ ხელოვნების ნიმუშად ჩაითვლება.

მიმოქცევაში გამოსული კუპიურები 23-კარატიანი ოქროს ფურცლით დაიბეჭდება, შედეგად მომავალ კვირას, ამსტერდამში დებიუტის შემდეგ, კუპიურები კოლექციონერებისთვის სასურველი შენაძენი გახდება. კუპიურის ონლაინ შეძენა 24.95 ევროდ იქნება შესაძლებელი. დენის ბერგკამპი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ნიდერლანდებში კუპიურაზე გამოსახავენ.