დენის ბერგკამპმა თანამედროვეობის იდეალური თავდამსხმელები დაასახელა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულ ნიდერლანდელ ფეხბურთელს, დენის ბერგკამპს, თანამედროვეობის გამორჩეული თავდამსხმელების დასახელება სთხოვეს:
,,დღეს იდეალური თავდამსხმელები, ისევე როგორც თავის დროზე მარკო ვან ბასტენი იყო, ჰარი კეინი და რობერტ ლევანდოვსკი არიან. პოლონელი ახლა ისეთ ასაკშია, როცა ყველაფერი ყოველთვის კარგად არ მიდის, მაგრამ ეს ორნი ფენომენალურები იყვნენ.
და, ასევე, ქარიმ ბენზემა - მის მოძრაობებს ახალგაზრდა თავდამსხმელებისთვის საჩვენებლად ვიყენებდი. ის წარმოუდგენელი იყო...'' - დენის ბერგკამპი
ბერგკამპმა კარიერის განმავლობაში აიაქსში (122 გოლი), ინტერსა (22 გოლი) და არსენალში (120 გოლი) ითამაშა.
თავდამსხმელის ანგარიშზე ნიდერლანდების ნაკრების მაისურით ჩატარებულ 79 შეხვედრაში 37 გოლია.
🇳🇱🗣️ Dennis Berkgamp: “At the moment, the ideal strikers are Harry Kane, Lewandowski and Benzema.”
— CentreGoals. (@centregoals) February 10, 2026
“I try to teach young strikers Benzema's movements. It's unbelievable.” pic.twitter.com/N1RiSs6FBQ