დემირალი: "მსაჯის მიკერძოება აშკარა იყო - ჩვენი წარმატება არ სურდათ"
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ავსტრალიამ თურქეთი 2:0 დაამარცხა და მიმდინარე შეჯიბრზე პირველი დიდი სენსაცია დააფიქსირა. პირველი გოლი 27-ე წუთზე ნესტორი ირანკუნდამ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი კონორ მეტკალფიმ 75-ე წუთზე დააფიქსირა.
მატჩში თურქეთი დომინირებდა, მაგრამ ავსტრალიამ მიღებული შანსები ბრწყინვალედ გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვა. ამ მარცხით კი თურქეთმა საქმე ძალიან გაირთულა.
მატჩის დასრულების შემდეგ, თურქმა მცველმა - მერიჰ დემირალმა მატჩი შეაფასა და საკუთარი გუნდის წაგება პირდაპირ მსაჯებს დააბრალა.
"ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, თუმცა არბიტრის მიკერძოებულობა აშკარა იყო - მან ჩვენს სასარგებლოდ რამდენიმე თვალსაჩინო ჯარიმა არ დააფიქსირა. რაღაც უცნაურობას ჰქონდა ადგილი, ზუსტად ისეთსავეს, რაც საუდის არაბეთში, ალ-ნასრის წინააღმდეგ გადამხდა თავს.
სპორტში დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. ალ-აჰლისთან ერთად რეგიონში საუკეთესონი ვიყავით, აზიის ტიტული ახალი მოპოვებული გვქონდა, მაგრამ მაინც წავაგეთ გუნდთან, რომელიც ამ კონკურენციაში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ასე მოხდა ახლაც, მსაჯებმა გაგვქურდეს.
ახლა მთავარია საწვრთნელ ბაზაზე დავბრუნდეთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრას მოვიგებთ.“ - მერიჰ დემირალი
თურქებმა საქმე ძალიან გაირთულეს და მათ შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ, თუ ჯგუფიდან გასვლა სურთ.
პირველი ტურის შემდეგ, D ჯგუფს აშშ და ავსტრალია 3-3 ქულით ლიდერობენ, თურქეთი და პარაგვაი კი მე-3 და მე-4 პოზიციას იყოფენ.
ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილი გუნდი შემდეგ მატჩს პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 20 ივნისს, დილის 07:00 საათზეა ჩანიშნული.