Belive

დემირალი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ვარსკვლავების მაისურებს ყიდის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ატალანტას'' მცველი, მერიჰ დემირალი, სოციალური ქსელის საშუალებით, ფეხბურთის ვარსკვლავების ავტოგრაფიან მაისურებს ყიდის. შეგროვებული თანხა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდება.

ონლაინ აუქციონზე კრიშტიანუ რონალდუს, პაულო დიბალასა და ლეონარდო ბონუჩის მაისურები გაიყიდა. სიას ბოლო დღეებში ნეიმარის, ლეო მესის, ჰარი კეინის, ანტუან გრიზმანის, ალვარო მორატას, ერლინგ ჰოლანდისა და კევინ დე ბრუინეს მაისურებიც დაემატა.

დემირალმა დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ჰაკან ჩალჰანოღლუს, დეიან კულუშევსკის, ემრე ჩანსა და ილკაი გიუნდოგანს გადაუხადა.

ოფიციალური მონაცემებით 6 თებერვლის მიწისძვრამ თურქეთში 20 ათასზე, სირიაში კი 3 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.