დემირალი: ,,ჩვენთვის გადამწყვეტი საქართველოსთან და ესპანეთთან მატჩები იქნება''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და ალ აჰლის მცველმა, მერიჰ დემირალმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისაუბრა. თურქი ფეხბურთელის თქმით, საწყისი 2 ტური მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება:
,,წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გველის. პირველი ორი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ბედს საქართველოსთან სტუმრად და ესპანეთთან შინ გასამართი მატჩები გადაწყვეტს. ამიტომ, მჯერა, რომ ძალიან კარგად მოვემზადებით და სასურველ შედეგს მივაღწევთ.
რა თქმა უნდა, ესპანეთს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებიც აღმავლობას განიცდის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ!'' - მერიჰ დემირალი
თურქეთი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას სწორედ საქართველოს ნაკრებთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 4 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.
🔹 Merih Demiral: Deplasmanda Gürcistan ve evimizde İspanya ile oynayacağımız maçlar kaderimizi belirleyecek.
— mackolik (@mackolik) June 6, 2025
📰 DHA pic.twitter.com/fWT5bbFoVb