დემბელე: ,,მაინტერესებს, რას სჩადიოდნენ დიქტატორები... მობუტუ, ის გერმანელი და სტალინი''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა აურელიან ჩუამენიმ, უსმან დემბელემ და ჟიულ კუნდემ, The Bridge პოდკასტში მიიღეს მონაწილეობა.
ტრიოს ინტერესების შესახებ ჰკითხეს, რაზეც დემბელეს ასეთი პასუხი ჰქონდა:
,,დოკუმენტური ფილმების ყურება მიყვარს, ხშირად ვუყურებ ARTE-ზე ან იუთუბზე... მაინტერესებს ფილმები წარსულის შესახებ, რა ხდებოდა მე-2 მსოფლიო ომის დროს.
გარდა ამისა, მაინტერესებს რას სჩადიოდნენ დიქტატორები, მათ შორის მობუტუ (კონგოს დიქტატორი), ის გერმანელი და სტალინი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთი ისტორიები მომწონს.'' - უსმან დემბელე
დემბელეს პასუხისას ჩუამენიმ და კუნდემ სიცილი ვერ შეიკავეს, პოდკასტის წამყვანმა კი უსმანს უთხრა, რომ ჰიტლერი არ ეხსენებინა, რადგან იუთუბისგან გაფრთხილებას მიიღებდნენ.
Ousmane Dembélé has revealed his obsession with… documentaries about dictators:
— Get French Football News (@GFFN) November 18, 2024
“I like seeing what the dictators did: Mobutu, the German guy… Stalin, all of that, I love it (the documentaries).”
Tchouaméni’s and Koundé’s reactions are priceless.pic.twitter.com/OiSaS5XOxX