Belive

დეკლან რაისი ატალანტაზე: ,,ინგლისში ასეთ გუნდებს არ ვეთამაშებით''

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა, ,,ატალანტასთან'' გამართული მატჩის შემდეგ, იტალიური კლუბი შეაქო:

,,ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამარჯვება მარტივი არ არის. ისინი ევროპის ჩემპიონები არიან და მართლაც რთული მატჩი გამოვიდა. დასაწყისისთვის ცუდი არ არის, მაგრამ მიზანი ყველა შეხვედრის მოგებაა.

ატალანტას 9 წელია ერთი მწვრთნელი ჰყავს და კაცი-კაცზე თამაშობენ, მთელ მოედანზე დაგყვებიან, რასთან გამკლავებაც რთულია. ინგლისში ასეთ გუნდებს არ ვეთამაშებით. მთავარია, რომ თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ ბურთით შეგვიძლია, რომ 10-15-ჯერ უფრო უკეთესები ვიყოთ.'' - დეკლან რაისი

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ,,ატალანტასა'' და ,,არსენალს'' შორის უგოლოდ დასრულდა.

,,მეთოფეები'' ლიგის მომდევნო მატჩს პირველ ოქტომბერს, ,,პარი სენ ჟერმენის'' წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები