დებიუტი ვალენსიაში - მამარდაშვილმა ესპანეთში პირველი მატჩი ჩაატარა
დღეს "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი მეკარისთვის "ღამურების" რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი წარმატებული გამოდგა. "ვალენსიამ" "ატრომიტოსი" ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა, ხოლო 20 წლის მეკარე სათადარიგო იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგიმ მთელი მეორე ტაიმი ითამაშა და კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მომენტში "ვალენსიას" ქართველმა ახალწვეულმა ბურთი შესანიშნავ ნახტომში მოიგერია.XI del equipo en esta segunda parte del partido @atromitos1923
¡Síguelo con nosotros!
https://t.co/lvJFC26q8c
https://t.co/XfwPcCu0UU
https://t.co/32ArkzA8GZ
➕ @Gol pic.twitter.com/A1yfuXxjPz— Valencia CF (@valenciacf) July 21, 2021
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" "დინამო თბილისიდან", იჯარით გადავიდა. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ ესპანელთა სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონა, რისი დამსახურებითაც, შესაძლოა, პირველ გუნდში შანსიც მიიღოს.✋ ¡Paradón de Mamardashvili!
💨 Voló el arquero georgiano para evitar el gol de Atromitos
🔴 VAL 2-0 ATR ⚪
#⃣ #PretemporadaEnGol pic.twitter.com/G02YM0fMSB— GOL ⚽ (@Gol) July 21, 2021