დებიუტი ეროვნულ ნაკრებში - კოულ პალმერი და რიკო ლუისი ინგლისის ნაკრებში იხმეს
ინგლისური ფეხბურთის ნათელი ამომავალი ვარსკვლავები - კოულ პალმერი და რიკო ლუისი ნოემბრის მატჩებისთვის ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს.
21 წლის კოულ პალმერი მიმდინარე სეზონში "ჩელსის" რიგებში ბრწყინვალედ გამოიყურება და მიმდინარე სეზონში 9 ჩატარებულ მატჩში 4 გატანილი გოლი აქვს. რაც შეეხება რიკო ლუისს, 18 წლის "სიტის" ნახევარმცველი უკვე 2 სეზონია გვაჩვენებს, რომ იგი როდრისთან ერთად მოედნის ცენტრში დომინირებს.
An update to the #ThreeLions squad as @EzriKonsa, Cole Palmer and Rico Lewis receive their first senior call-ups...
— England (@England) November 13, 2023
ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ზე თამაში უკვე გაინაღდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე კი მხოლოდ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, რომლებსაც 17 და 20 ნოემბერს, მალტას და ჩრდ.მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ კოულ პალმერი ის ფეხბურთელია, რომლის გოლის წყალობითაც ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.