Belive

დებიუტი და გოლი - თოლორდავას და ბეგლარიშვილის გუნდმა წელი თასის ნახევარფინალში გასვლით დაიწყო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესტონეთის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე, "ლევადიამ" "მაარდუს" უმასპინძლა და - 2:0 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლისთვისაც ეს ახალი კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ და სადებიუტო გოლითაც აღნიშნა - ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. აქამდე, "ფლორას" ყოფილ ფეხბურთელს "ტულევიკთან" ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება "ლევადიას" კიდევ ერთ ქართველ ახალწვეულს, ანტონ თოლორდავა სათადარიგოთა სკამზე იყო. ამ გამარჯვებით "ლევადია" თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ორივე ფეხბურთელი ესტონურმა კლუბმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიმატა. ბეგლარიშვილი, რომელიც თბილისის "ლოკომოტივის", რუსთავის "მეტალურგის" და ბოლნისის "სიონის", უნგრული "ჰონვედის", ფინური "სეინაიოკის" და ტიოვანენის "პალაოილიატის" გარდა, ამსტერდამის "აიაქსის" 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაშიც ირიცხებოდა, 2010-2020 წლებში ტალინის "ფლორას" საკუთრება იყო და ამ გუნდთან ერთად  4-ჯერ ესტონეთის ჩემპიონატი, სამ-სამჯერ კი თასი და სუპერთასი მოიგო. მან კლუბის მაისურით 114 გოლი გაიტანა და 2017/18 წლების სეზონში საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, რა დროსაც 32 ბურთი შეაგდო და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება "თოლორდავას", იგი კლუბის დაარსებიდან "თელავის" შემადგენლობაში ირიცხებოდა და 2020 წელს, ეროვნულ ლიგაში ჩატარებული კარგი სადებიუტო სეზონის შემდეგ, ლეგიონერის სტატუსი მოირგო. მიესტერლიგაში გამოსვლას ქართველების გუნდი 13 მარტს, "პარნუსთან", საშინაო არენაზე დაპირპისპირებით დაიწყებს.

სხვა სტატიები