Belive

დე როსი ახალ ნაბიჯს დგამს - რომას ლეგენდა შესაძლოა სერია A-ს კლუბის მწვრთნელი გახდეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რომას" თილისმამ დანიელე დე როსიმ კარიერის ახალი ნაბიჯის შესახებ ისაუბრა. შესაძლოა, "მგლების" ყოფილი ჩამშლელი მალე "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი გახდეს. "სამწვრთნელო ლიცენზიის აღებასთან ძალიან ახლოს ვარ და იმედი მაქვს, რომ სამსახურს რაც შეიძლება მალე ვიპოვი. "ფიორენტინა" დიდი კლუბია და დიდი სიამოვნებით ვიქნები ამ გუნდის მწვრთნელი. სერია A-ს ნებისმიერი კლუბი ჩემთვის კარგი დასაწყისი იქნება. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელი უსახავს საკუთარ თავს", - ამბობს "ჯალოროსის" ყოფილი ფეხბურთელი. დე როსიმ დედაქალაქურ კლუბში 17 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი მოიგო. მის აქტივში 616 მატჩში გატანილი 63 გოლია. კარიერის ბოლო სეზონი მან არგენტინულ "ბოკა ხუნიორსში" გაატარა.

სხვა სტატიები