Belive

დე პაული: "ლეომ გვითხრა, რომ დი მარიას ბოლო თამაში ფინალში უნდა ყოფილიყო"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ერთი თამაშის მოგება აშორებს ესპანეთის საოცარ შედეგამდე, რაც მთავარი ტურნირების ზედიზედ სამჯერ მოგებას გულისხმობს. ესპანეთის ნაკრებმა ეს 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით გააკეთა (ევროპა, მსოფლიო, ევროპა). კოპა ამერიკისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული სწორედ არგენტინაა, ამიტომ "ალბისელესტეს" ამ მიღწევის გამეორების შესანიშნავი შანსი აქვს.

ფინალამდე არგენტინას კანადასთან შეხვედრა მოუწია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არგენტინამ 2:0 მოიგო. აღნიშნული მატჩის შემდგომ ინტერვიუში, როდრიგო დე პაულმა ლეო მესის სამოტივაციო სიტყვა გაიხსენა.

ლეო მის სიტყვებს ყოველთვის ფრთხილად არჩევს. მატჩის წინ მან იმას გაუსვა ხაზი, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მოგვცემდა. ლეომ გვითხრა, რომ დი მარიას ბოლო თამაში ფინალში უნდა ყოფილიყო. მან თქვა, რომ ერთად ყველაფრის მიღწევა შეგვეძლო და ეს გავაკეთეთ. დი მარია ისე წავა ფეხბურთიდან როგორც იმსახურებს. ის კიდევ ერთ ფინალს ითამაშებს. - თქვა როდრიგო დე პაულმა

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრების მოწინააღმდეგე კოლუმბია იქნება. კოლუმბიელებმა 1/2-ფინალურ მატჩში ურუგვაი გამოთიშეს და კონტინენტის პირველობის ფინალში მესამედ ითამაშებს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 15 ივლისს, გამთენიისას 04:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები