დე ლაურენტისი: ,,ახლა მწვრთნელის შეცვლა გუნდისთვის ტრავმული იქნებოდა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას, შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა:
,,მწვრთნელის შეცვლა ტრავმული იქნება. ირგვლივ არ არის ბევრი სპეციალისტი, რომელიც 4-3-3 სქემას მაღალი დაცვით თამაშობს.
თუ რაიმე შეცდომა იყო დაშვებული, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.'' - დე ლაურენტისი
სერია A-ს 8 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა.
რუდი გარსიას გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 21 ოქტომბერს, ,,ვერონასთან'' სტუმრად გამართავს.