Belive

დავით ხოჭოლავა: "ნაკრების მენტალობა შეიცვალა, ასეთი შეკრული გუნდი არ მახსოვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ეროვნული გუნდის კარგი სათამაშო ფორმის და უშუალოდ გუნდის შიგნით არსებული სასიამოვნო ატმოსფეროს შესახებ ისაუბრა.
"საქართველომ ნაკრებმა ივნისში წარმატებით რომ ითამაშა, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია. ამისთვის დღევანდელმა ფედერაციამ ბევრი გააკეთა. ნაკრებშიც ორგანიზაციაც აშკარად შეცვლილია. ზოგადად, ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მახსოვს, ადრე "საბურთალოზე" რა მინდორზე ვვარჯიშობდი და ისიც ვნახე, ახლა გუნდის მინდორი როგორი გაუმჯობესებულია. ქვეყანაში ფეხბურთი ასეთი პატარა დეტალების წყალობით ვითარდება. ივნისის სამკვირიანი შეკრება ტრავმების გარეშე რომ დასრულდა, ამის შედეგია, სანიოლის ფიზმომზადების მეთოდის შეცვალა. ამას გარდა, შეიცვალა ფეხბურთელების მენტალობაც, თამაშზე საერთოდ სხვა განწყობით გავდივართ, რაც გუნდის ერთ-ერთი უდიდესი პლუსია. ასეთი შეკრული და ფიზიკურად კარგად მომზადებული ნაკრები მე არ მახსენდება. ეს ერთად ყველას და ყველაფრის დამსახურებაა. დღეს გვაქვს ძალიან კარგი სერია და ძალიან კარგი შედეგები, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დიდი საქმის დასაწყისია, რომელიც ჩვენ უნდა დავამთავროთ და სამწუხაროდ, ორი დღის წინ ვერ დავამთავრეთ. თუმცა ვამბობ, რომ ამ ნაკრებს შეუძლია ისტორიაში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გახდეს. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობთ, რომ კარგი შედეგები გვქონდეს", - თქვა დავით ხოჭოლავამ.
ივნისის თვეში ჩატარებულ უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში 4 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 12 გოლი გაიტანა, 2 გაუშვა და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. ამავე დროს, ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს ყველა ტურნირზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სხვა სტატიები